ბიუროს სხდომაზე დეპუატებმა 14 საკითხზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომაზე დეპუატებმა 14 საკითხზე იმსჯელეს

დღეს საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სხდომაზე  დეპუტატებმა 14 საკითხზე იმსჯელეს.  სხდომის დაწყებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ აღნიშნა,  რომ  25 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი საკრებულოს სხდომა გაიმართება,  რადგანაც   აღნიშნულ სხდომაზე მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი და  მუნიციპალიტეში განსახორციელებელი პროგრამები უნდა დამტკიცდეს. 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 15 მილიონ 819 311 ლარით განისაზღვრება, რომელიც მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასრტუქტურულ, სოციალურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებისათვის დაიხარჯება.

ბიუროს სხდომაზე სხვა რიგ საკითხებთან ერთად 2018 წელს ახალი პროგრამის ამოქმედების წესზეც იმსჯელეს. პროგრამის თანახმად სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის ხელშეწყობის წესი განისაზღვრება.

 ბიუროს სხდომას ბიუროს წევრები და საკითხის მომხსენებლები ესწრებოდნენ.