ბიბლიოთეკარისა და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება კულტურის ცენტრში

ბიბლიოთეკარისა და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება კულტურის ცენტრში

ბიბლიოთეკარისა და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორებმა ღონისძიება ასევე ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს დაუკავშირეს, რომელშიც სკოლის მოსწავლები ღებულობდნენ მონაწილეობას. საღამოს უძღვებოდნენ კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარტენაძე და ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი ფოლკლორის დარგში მანანა ცინცაძე.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მ .შ მადონა დავითაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე ესწრებოდა. 
1 საათიანი სასიამოვნო საღამო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა. 
იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა.