ბავშთა დაცვის დღე ხელვაჩაურში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

ბავშთა დაცვის დღე ხელვაჩაურში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

1     ივნისი, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და ფერადი ღონისძიებებით აღინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. გამოფენები, ბუშტები, ფრანები, მხიარული სტარტები, ასფალტის საფარის მოხატვა, სახის მოხატვა, საზეიმო კონცერტი და ,,ნაყინის აქცია” – ეს იმ სახალისო ღონისძიებების ჩამონათვალის ნაწილია რაც პატარებს ხელვაჩაურის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ღია ცის ქვეშ დღეს დახვდათ.

 13 საათიდან დაიწყო პატარებმა ასფალტის საფარის მოხატვის კონკურსი და ჭადრაკში შეჯიბრი. გამოფენაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების და პედაგოგების ნახატები და ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. საზეიმო კონცერტში კი მონაწილეობას კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და საბავშვო ბაღები აღსაზრდელები ღებულობდნენ.

დღეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ასფალტზე ხატვის კონკურსში საუკეთესო ნამუშევრების შემსრულებლებს და ჭადრაკში გამარჯვებულებს. ჭადრაკის ტურნირის მონაწილე ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს და ღონისძიებაზე მიწვეულ ყველა პატარას დღევანდელი დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მიულოცა.

 კონცერტის დასრულების შემდეგ ყველა პარატარასთვის ,,უფასო ნაყინის” აქცია გაიმართა.

  ღონისძიება  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.