ბაღები ნესტის გამწოვი აპარატებით არის უზრუნველყოფილი

ბაღები ნესტის გამწოვი აპარატებით არის უზრუნველყოფილი

   ხელვაჩაურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნესტის შემცირების მიზნით ყველა საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილია ნესტის გამწოვი აპარატურით. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპი საბავშვო ბაღების გაერთიანებამ რეგიონში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტისთვის მომავალი თაობის ჯანმრთელობა უმთავრესია. პარალელურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბაღების სარდაფებში პერიოდულად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. სპეციალისტების შეფასებითა და გადაწყვეტილებით არსებული სარდაფების შევსება არ მოხდა ბალასტით, რადგან გამოიწვევდა პირველი სართულის დანესტიანებას. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიჩნეულ იქნა საძირკვლის სარდაფის სახით მოწყობა და გრუნტის წყლების პერიოდულად ამოქაჩვა. აღნიშნული პრობლემატური საკითხი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ სპეციალისტებთან ერთად რამდენჯერმე შეისწავლა და განიხილა.