ბადრი ცინცქილაძემ სალიბაურში მშენებარე წყლის რეზერვუარი დაათვალიერა

ბადრი ცინცქილაძემ სალიბაურში მშენებარე წყლის რეზერვუარი დაათვალიერა

ორთაბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბადრი ცინცქილაძემ სოფელ ქვედა სალიბაურში 30 ტონიანი წყლის რეზერვუარის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სასმელი წყლის რეზერვუარისა და საქაჩი ტუმბოს შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 30-მდე ოჯახის ბათუმის წყალზე დაერთება მოხდება, ოჯახები სასმელი წყლით 24 საათის განმავლობაში იქნებიან უზრუნველყოფილი.