არჩილ ბარამიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სახნავ-სათესი ფართობები

არჩილ ბარამიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სახნავ-სათესი ფართობები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სახნავ-სათესი ფართობების დამუშავების სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარე ეტაპზე უკვე 119 ჰა მიწის ფართობია დამუშავებული.
სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ფერმერებისათვის სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურში სულ 1000 ჰა მიწის ფართობი იქნება დამუშავებული.