აქცია მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით

აქცია მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ჯუმბერ ვარდმანიძემ, მერიის თანამშრომლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოხალისეებთნ ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო აქციაში. აქციის ფარგლებში მერმა მოსახლეობასთან ერთად მახინჯაურის საჯარო სკოლის და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავა. მსოფლიო დასუფთავების აქციას მუნიციპალიტეტის თერთმეტივე ადმინისტრაციული ერთეული შეუერთდა, აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორია ნარჩენებისაგან გაწმინდეს. კამპანია სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.