აქცია - "გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ აქციაში - "გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე". აქცია მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა.
ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ჩატარდა, მოხალისეებს უფასოდ გაუკეთდათ ანალიზები ინფექციებზე - ბ და ც ჰეპატიტები, შიდსი და სიფილისი.