ანზორ ფერცელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში ჩატარდა

 ანზორ ფერცელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში ჩატარდა

    მიმდინარე წლის  19-21 დეკემბერს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის ანზორ ფერცელიძისა და საფეხბურთო კლუბ ,, მაჭახელას" წევრის თენგიზ ფერცელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართა. მასში 6 გუნდი  მონაწილეობდა.  გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები, სიგელები და მედლები გამგებლის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხალვაშმა და ანზორ ფერცელიძის მეუღლემ იზა ბერიძემ გადასცა.

  ანზორ ფერძელიძე  ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ  2 წელიწად ნახევარი მუშაობდა. ის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სფეროებს კურირებდა. გამოირჩეოდა  პასუხისმგებლობითა და შრომისმოყვარეობით.  

  საფეხბურთო კლუბ ხელვაჩაურის ''მაჭახელას'' 20 წლის ფეხბურთელი თენგიზ ფერცელიძე ტრაგილულად გარდაიცვალა. მისი პროფესიული კარიერა საფეხბურთო კლუბ ''გაგრაში'' დაიწყო. შემტევი ტიპის ფეხბურთელი ''გაგრას'' შემადგენლობაში 2012-14 წლებში თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში პირველი ლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხელვაჩაურელთა რიგებში ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი ოზურგეთის ''მერცხალის'' კარში გაიტანა.