ახალსოფელში წყალსადენის მშენებლობა და მაგისტრალის მოწყობა იწყება

ახალსოფელში წყალსადენის მშენებლობა და მაგისტრალის მოწყობა იწყება

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობასა და მაგისტრალის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები იწყება. სამუშაოებს შპს „მარიამ ო.ბ. – 2006“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება: 1 622 000 ლარია.

  2017 წელს წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 4 848 757 ლარია გამოყოფილი.

2013 -2016 წლებში  წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებებზე   2 516  273 ლარი დაიხარჯა.