ახალსოფელში საკარმიდამო ნაკვეთები მიწის მასისგან იწმინდება

ახალსოფელში საკარმიდამო ნაკვეთები მიწის მასისგან იწმინდება

   გუშინდელი უამინდობის შედეგად, ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები განვითარდა. ახალსოფელში, ნაკაშიძეებისა და მუთიძეების საცხოვრებელი სახლის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა. დღეს შემთხვევის ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ბასილაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან რამაზ ჯინჭარაძესთან და გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან სოფიო მურნვანიძესთან ერთად იმყოფებოდა. 
დღესვე გეოლოგებმა დამეწყრილი ადგილები შეისწავლეს და შესაბამისი დასკვნები რამდენიმე დღეში მომზადდება. ამის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს რა სახის დახმარება გაუწიოს აღნიშნულ ოჯახებს. 
უსაფრთხოების მიზნით წუხელ 3-ვე ოჯახი ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ნათესავებთან გადაიყვანა. ნაკაშიძეებისა და მუთიძეების ოჯახში განადგურდა რამდენიმე ძირი ნარგავიც. 
დღესვე შესაბამის ტექნიკით დაიწყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მიწის მასისგან გაწმენდის სამუშაოები. 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 და 2 ნოემბერს სტიქიის შედეგად ხელვაჩაურში სულ 6 კერა დაფიქსირდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;