ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია

ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია

ახალშენის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ობიექტის ზედამხედველობის ჯგუფთან ერთად გაეცნო. 
ამჟამად ახალშენის კულტურის სახლში საკონცერტო დარბაზის დეკორაციისა სავარძლების მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 469 469 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ფელიქსი“ აწარმოებს. შენობის დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი.