ახალშენის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო

ახალშენის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო

დღეს, სხივური მედიცინის ცენტრისა და კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მედიკოსები მონაწილეობით უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის თემის ამბულატორიაში მიმდინარეობს.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება აქვს ადგილზე მიიღოს გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, ონკოლოგის, უროლოგის, ზოგადი ქირურგის კონსულტაციები, ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები.

უფასო სამედიცინო გასინჯვები და გამოკვლევები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.