ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

დღეს თბილისის საკრებულოს ორგანიზებით საქართველოს პირველი "ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის" გაიმართა, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები სულხან დუმბაძე და ჯამბულ თავართქილაძე იყვნენ მიწვეული.


შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების შემადგენლობები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა.