ახალგაზრდობის ცენტრში "დებატების სკოლა" ამოქმედდა

ახალგაზრდობის ცენტრში "დებატების სკოლა" ამოქმედდა

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში პროექტი "დებატების სკოლა" ამოქმედდა, სადაც გაერთიანებულია 18 ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 10 შეხვედრა. მოწვეული ტრენერები როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკული სახის სწავლებას ჩაატარებენ. გარდა ამისა, სკოლის ფარგლებში დაგეგმილია 5 რეზოლუციაზე დებატების მოწყობა. თითოეულ შეხვედრის გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩქურები.