ახალგაზრდა მრჩეველთა კლუბის დაკომპლექტება იწყება!

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!
ახალგაზრდა მრჩეველთა კლუბის დაკომპლექტება იწყება!
თუ თქვენ ხართ 14 დან 29 წლამდე ასაკის აქტიური ახალგაზრდა, ცხოვრობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და გსურთ წვლილი შეიტანოთ ახალგაზრდული სფეროს განვითარებაში, მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, ასევე გაქვთ სურვილი თქვენი იდეები და ინტერესები გააცნოთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას და მისცეთ რეკომანდაციები ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ეს პროექტი თქვენთვისაა!
პროექტის მიხედვით, ახალგაზრდა მრჩეველთა კლუბის შემადგენლობაში იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი თითო ახალგაზრდა-სულ 11 წევრი. შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება. კლუბს ექნება შესაძლებლობა მოამზადოს რეკომენდაციები და შენიშვნები ახალგაზრდობის ცენტრის მიერ დაგეგმილ და ინიცირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, იდეის არსებობის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს ახალგაზრდული პროექტი დასაფინანსებლად.
შეხვედრა ჩატარდება 2016 წლის 2 ნოემბერს 15:30 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც ახალგაზრდები ასევე გაეცნობიან და განიხილავენ 2017 წლის ახალგაზრდულ ღონისძიებათა გეგმის არსებულ პროექტს და შესაძლებლობა ექნებათ შეიტანონ მათში ცვლილებები.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი მითითებულ ნომერზე: 599851457