ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

სპიკერებმა: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ , შ.შ.ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაიამ და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილმა სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ურთიერთდამოკიდებულებაზე და მათი განუყოფლობის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მზარდ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რაც გაანალიზებული იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, სოციალური უფლებების რეალიზების მნიშვნელობაზე სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების განხორციელების კუთხით.