ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ხელვაჩაურში

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ხელვაჩაურში

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადამინის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
 ღონისძიება ხელვაჩაურის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძემ უფლებადამცველ და ჟურნალისტთან, ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორთან თამილა დოლიძესთან ერთად გამართა.
 დისკუსიის კიდევ ერთი სპიკერი საკრებულოს წევრი პატრიოტთა ალიანსიდან ლევან ლორთქიფანიძე იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში ადამინის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ასევე თემებს„როგორ ვიცავთ ქალთა უფლებებს“ , „რა მექანიზმები გააჩნია სახელმწიფოს ქალთა უფლებების დასაცავად“, ქალები ხელვაჩაურიდან“.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება. კამპანია გლობალურია და იგი 1991 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიებას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო მოხელეები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.