72 დედას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა

 72 დედას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა

   დედის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დღეს თხილნარის კულტურის ცენტრში აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ასოციაცია ''ერთმანეთისათვის”  ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომ არის მოადგილე  მერაბ კარანაძე,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და სხვა ოფიაციალური პირები ესწრებოდნენ. კონცერტში მონაწილეობა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა  მიიღეს.

    საზეიმო კონცერტზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 72 მრავალშვილიან, ღვაწლმოსილ დ ამარტოხელა დედებს მინდვრის ყვავილები და  სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

    დღევანდელი დღე  საქართველოში მცხოვრებ ყველა დედას  აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, ასოციაცია ''ერთმანეთისათვის”  ხელმძღვანელმა სოფიო ბაკირიძემ მიულოცა.

   3  მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.