4 წყალსადენზე თითქმის 1 თვეა ჰიპოქლორიდის აპარატურა ამოქმედდა

სარფის, ახალშენის, სალიბაურის, შუა მახინჯაურის, თხილნარისა და აგარის წყალსადენებზე უკვე დამონტაჟერბული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჰიპოქლორიდის აპარატები. აღნიშნული დანადგარის საშუალებით მოსახლეობას ყველა სტანდარტის შესაბამისი სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილზე მოწვეულმა სპეციალისტმა საქლორატოროზე დასაქმებული პირიც დაატრენინგა.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 737 ლარი დაიხარჯა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია სამომავლოდ ყველა წყალსადენზე გეგმავს ანალოგიური დანადგარის დამონტაჟებას.