39 ბენეფიციარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა. უკვე გადაწყდა, რომ ხელვაჩაურში მცხოვრები 39 ბენეფიციარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. კომისია დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. მიმდინარე წელს რიგით მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა სოფელ კაპრეშუმში დაიწყება, რომლისთვისაც პირვე ეტაპზე 400 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი გარდამავალია.