28 სექტემბერს ლადო ასათიანის პოეზიის საღამო მოეწყობა

28 სექტემბერს ლადო ასათიანის პოეზიის საღამო მოეწყობა

 28 სექტემბერს  18:00 საათზე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანი საღამო  მოეწყობა.

პოეზიის საღამო განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივითა ა და ორგანიზებით ტარდება.

პოეტის პოეზიაზე და  შემოქმედებაზე  ემიგრანტი გერმანიიდან ალეკო კალანდარიშვილი ისაუბრებს.

ღონისძიებაზე მოწვეულია ლადო ასათიანის შვილიშვილი, ეკა ჯანიკაშვილი.

პოეზიის საღამოზე წარმოდგენილი იქნება ლადოს ტექსტებზე შექმნილი სიმღერები.

მონაწილეობენ:ირინა ხინიკაძე, გურანდა დოლიძე, ტატო გაბელია,ზაალ დევაძე,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსაბლი "კოლხეთი" და ვოკალური ანსამბლი ,"ათძალი".

ლადო ასათიანის  ლექსებს პოეზიის კონკურსში  გამარჯვებული ახალსოფლის და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები კამერა ირემაძე და ნიკა სურმანიძე წაიკითხავენ.