26 მაისს საქართველოს გმირის მინდია აბაშიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

26 მაისს საქართველოს გმირის მინდია აბაშიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს გმირის, კაპრალ მინდია აბაშიძის ხსოვნას პატივი მიაგეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებლოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ საკრებულოს წევრებთან ერთად. ქართველი გმირი სოფელ თხილნარში გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მინდია აბაშიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს. 
მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. იგი 2012 წლის ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს დაიღუპა.