2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები განხორცილედა

2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები განხორცილედა

დღეს საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დღის წესრიგით 4 საკითხი იყო წარდგენილი. სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის ადგობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, ისაუბრა.

ცვლილებების თანახმად შემოსავლების ნაწილი იზრდება 1 079 841 ლარით, ხოლო რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ხარჯვით ნაწილს ემატება 144 970 ლარი, მათ შორისაა;

სარეზერვო ფონდს ემატება 60 000 ლარი;

მრავალშვილიანი დედების (ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ემატება 15 000 ლარი;

მრავალშვილიანი და დედმამით ობოლ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ემატება 2 000 ლარი;

დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამას ემატება 600 ლარი;

სხდომაზე ასევე ცვლილებებისათვის წარგენილი იყო მიზნობრივი პროგრამა „სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ.