2018 წლის 9 აპრილს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გვერდით გაიმართება 9 აპრილის მემორიალის პატივმიგების ცერემონია

ხვალ, 9 აპრილს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდრებარე ტერიტორიაზე არსებული 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები პატივს მიაგებენ გმირების ხსოვნას. ასევე ღია ცის ქვეშ 9 აპრილის თემატიკიაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა.
12:00 საათზე კი სოფელ ჭარნალში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნება.