2018 წლის 7 ივლისს 12:00 საათზე სოფელ ჭარნალში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

2018 წლის 7 ივლისს 12:00 საათზე სოფელ ჭარნალში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია იწყება. პირველი სამედიცინო გამოკვლევა 2018 წლის 7 ივლისს 12:00 საათზე სოფელ ჭარნალში ამბულატორიის შენობაში ჩატარდება. 

სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები ჩაატარებენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდება კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.