2018 წლის 24 მარტს "დედამიწის საათის " ფარგლებში დაგეგმილ კამპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

2018 წლის 24 მარტს "დედამიწის საათის " ფარგლებში დაგეგმილ კამპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. დღეს მერიის ადმინისტრაციული შენობა 20:30 ჩაბნელდა. აქციის ფარგლებში 20:30-დან 21:30 საათამდე, ადმინისტრაციულ შენობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.
ყველამ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალურ მოძრაობაში!
"დედამიწის საათი", პირველად სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლურ ღონისძიებად სიდნეიში 2007 წელს გაიმართა და მას შემდგე ყოველწლიურად მარტის ბოლოს, 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოს დაცვითი მოძრაობა უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანი ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლებაა.