2017 წლის 19 აპრილს ძლიერი ქარის შესახებ განცხადება

2017 წლის 19 აპრილს ძლიერი ქარის შესახებ განცხადება

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღამით ძლიერმა ქარმა სოფელ წინსვლაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა წუხელ სოფელ წინსვლის და ორთაბათუმის მოსახლეობას. დღეს 11 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას აღუდგა.
  ქარის შედეგად სოფელ შუა მახინჯაურში სახლის სახურავი დაუზიანდა 3 ოჯახს. უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც აღნიშნულ ოჯახებს გაეწევა შესაბამისი დახმარება.