2016 წლის 30 ნოემბერს 14:00 საათზე 50 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ

2016 წლის 30 ნოემბერს 14:00 საათზე 50 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ

   ხვალ, 2016 წლის 30 ნოემბერს 14:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაპრეშუმში "სოციალურ სახლში" 50 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების ეკომიგრანტებისთვის გადაცემა საზეიმო ვითარებაშია დაგეგმილი და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. 
სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 
ამჟამად ხელვაჩაურში კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ურეხში 23 ბინიანი კორპუსი შენდება.