2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა.

 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა.

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - ნადიმ ვარშანიძე. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული დღეები და ხაზი გაუსვეს გმირთა პატივმიგების ღონისძიების მნიშვნელობას.