14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე და ამის საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკვე დადგენილებას ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად დადგენის შესახებ და შესაბამისად, 14 იანვარი გამოცხადდა სახელმწიფო დროშის დღედ.
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის(თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით- ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.