12 დეკემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ”ხელვაჩაურის სასაფლაოები”-სათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და გადასაცემ ქონებაზე ”სასაფლაოს სტატუსის” მინიჭების შესახებ.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
2. ფრაქცია ”ქართული ოცნება-კონსერვატორები”-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრაციაში გატარების ცნობად მიღების თაობაზე.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
3. ფრაქცია ”ქართული ოცნება-მრეწველები”-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრაციაში გატარების ცნობად მიღების თაობაზე.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხათუნა დიასამიძის უფლებამოსილების ცნობად მიღების თაობაზე.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
5. სხვადასხვა