12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ხელვაჩაურში

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ხელვაჩაურში

 

  ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 12 აგვისტოს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.

   ღონისძიებების ციკლი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში მსოფლიო ლოზუნით: „ახალგაზრდები ამყარებენ მშვიდობას.“

     მხიარული სტარტები, ფოტოსესია ახალგაზრდობის ცენტრის მაისურებით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის აქტიური ახალგაზრდებზე სიგელებისა და საჩუქრების გადაცემა ეს იმ აქტივობების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც დღეს გაიმართა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე დაესწრო და ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.  

 

   „ახალგაზრდები ამყარებენ მშვიდობას“ თემაზე ასევე მოეწყო მშვიდობის სიმბოლიკის და მშვიდობის მტერდების ქაღალდის ხელნაკეთობების დამზადების პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღო ახალგაზრდებმა. აღნიშნულ აქტივობას უშუალო ხელმძღვანელობა გაუწია ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ დეინა ვაისმა და ამავე კორპუსის მოხალისე ჩელსი ვებერმა. 

  2017 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის ღონისძიებების მსოფლიო რუკაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მონიშნულია, როგორც ლოკაცია, სადაც აღინიშნება და ტარდება ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები. 
წელს, აღნიშნულ რუკაზე საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ხელვაჩაური წარმოადგენს.

   ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 12 აგვისტოს აღინიშნება.