"100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე" ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მიიწვიეს

"100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე" ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მიიწვიეს

16 ივნისს ბათუმის პიაცაზე „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ გამართულ ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წამომადგენლებიც მიიწვიეს. ღონისძიებას ხელვაჩაურის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით ჩართულ მოხალისე პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა.
ბათუმისა და მისი სტუმრებისთვის ოლიმპიადის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ღონისძიება ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე - ბათუმის პიაცაზე გამართა. სპეციალურად ამ დღისთვის, ბათუმის პიაცაზე 100 ჭადრაკის მაგიდა განთავსდა, სადაც სიმბოლურად, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილნი. „ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ემზადება ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად.

ღონისძიებაზე „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების კიდევ ერთი ელჩი - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დასახელდა. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე. სიმულაციური ოლიმპიადა დასრულდა სპეციალურად საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ფლეშმობით.