ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 2 საკითხზე იმსჯელეს. 
სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენილი იყო; 
განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი #366-ში მდებარე 335,90კვ.მ. ფართის (ს/კ 05.35. 26. 032) სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
2020 წლის 28 ივლისს მოქალაქე რუსუდან ხოზრევანიძემ მუნიციპალიტეტის მერიას მომართა განცხადებით და მოითხოვა ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი #366-ში მდებარე 335,90კვ.მ. ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა პირდაპირი გზით.

 განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, დასახლება ხელვაჩაურში მდებარე მიწის ნაკვეთების სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 15 სექტემბრის #11842/05 თხოვნით მომართა მოქალაქე ჯემალ ბერიძემ, შ.პ.ს. „ბადრი ბერიძე და კომპანია“-ს დირექტორმა და აღნიშნა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, რის გამოც ვერ ახერხებს მის სრულყოფილად სარგებლობას. ამისათვის საჭიროა მისასვლელი გზის დატვირთვა სერვიტუტის ფორმით.
რეგიონში შექმნილი პანდემიის  სიტიუაციის გამო,საკრებულოს   სხდომა ხელვაჩაურის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა.