ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხაება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხაება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის  30 ივნისს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11  -  საათიდან.

                                                                                              სხდომის დღის წესრიგი                                  

1.განკარგულების პროექტი-„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე“  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის #-129, 12922118001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ტარიელნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

 

2განკარგულების პროექტი- „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება მახვილაურში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.

 

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

 3განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

 

4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ 2021 წლის 03 დეკემბრის #69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კონისიის თავმჯდომარე  

 

5.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის #71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კონისიის თავმჯდომარე 

6განკარგულების პროექტი-„არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი-„ქალთა ოთახების გაერთიანები“-ს წევრად გახდომაზე თანხმობის მიცემის შესახენ“.

მომხსენებელი: მაგდანა მალაყმაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის რეფერენტი-გენდერულ საკითხებში