ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება 2021 წლის 23 თებერვალს, 12:00 საათზე.
სხდომის დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი
2.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
3.განკარგულების პროექტი-„ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარფში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ 22.30. 02.199. 01/517) სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
 
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი