ღონისძიება ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით
მაი 18, 2023 - 14:22
განახლებულია: მაი 19, 2023 - 12:22
84
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, ფოლკლორულმა ანსამბლებმა სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს.

კულტურის ცენტრში ეროვნული სამოსის გამოფენა მოეწყო, ადგილზე მისულ მოქალაქეებს სამოსის მორგება შეეძლოთ.

ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების მსვლელობა ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ გაგრძელდა.