მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად გრძელდება მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახებისათვის ფერდდამცავი კედლების მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე წელს ჯამში 105 ერთეული ფერდსამაგრი კედელი მოეწყო, რისთვისაც 1 870 395 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, სამუშოები დამატებით 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
2021 წელს, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 3 648 645 ლარია გათვალისწინებული.