უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები განვითარდა

კირნათის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად გადაიკეტა კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა.
მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე, სოფელ შუშანეთში ამირან წითელაძის, გია ცინცაძის და ჯემალ შოთაძის საცხოვრებელ სახლებთან, ხოლო სოფელ ზედა კირნათში ანალოგიური პრობლემა შეექმნა გელა გაბიტაძის ოჯახს.

უხვი ნალექის შედეგად, ასევე ჩაიკეტა მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელებთან მისასვლელი გზა.

მეწყერსაშიშ ზონებში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დილიდანვე მობილიზებულია ტექნიკა, მდგომარეობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს.