სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამაზე განცხადებების მიღება 01 მარტიდან დაიწყება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო პროგრამის მაღალი აკადემიური მოსწრების (91 და მეტი ქულა ყველა საგანში) მქონე იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.