საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საარჩევნო სისტემებზე
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას მუნიციპალიტეტში მოღვაწე აქტიური ქალები, თვითმმართველობაში დასაქმებულები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება მათ შორის, საარჩევნო ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საკანონმდებლო ნორმებ სა და ხმის მიცემის პროცედურაზე.
შეხვედრა (ა)იპ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ((USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.