ონლაინ კონკურსი "იზოლაციის მუზა"

ონლაინ კონკურსი "იზოლაციის მუზა"
ონლაინ კონკურსი "იზოლაციის მუზა"
ონლაინ კონკურსი "იზოლაციის მუზა"
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონკურსი სახელწოდებით "იზოლაციის მუზა" დასრულდა.
ახალგაზრდებმა იზოლაციის პერიოდში შექმნილი საკუთარი შემოქმედება: მოთხრობები, ჩანახატები და ესეები წარმოადგინეს და თანატოლებთან ერთად განიხილეს შემოქმედებაში ასახული მრავალფეროვანი და აქტუალური თემები.
დაგროვილ ხმათა რაოდენობის მიხედვით გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე 7 ახალგაზრდას: ნინო ბერიძეს, თაჰირა მაკარაძეს, ზეინაბ აკვაზბას, ნათია ჯიჯავაძეს, ნატალი მალაყმაძეს, ლიზი კახიძეს და მარიამ მუთიძეს, წიგნების მაღაზიის ვაუჩერები და მეხსიერების ბარათები გადაეცემათ საჩუქრად.
შემოქმედებით კონკურსს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 ახალგაზრდა შემოუერთდა