მე-4 სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, სოფელ კაპრეშუმში, მე-4 სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა კედლების, ფასადისა და ეზოს მოწყობის სამუშაოები.
პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია.
მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა ოროთახიანი [ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება.