მერიის რეაგირება დეზინფორმაციის გავრცელებაზე

მერიის რეაგირება დეზინფორმაციის გავრცელებაზე
დეზინფორმაციის თავიდან აცილების მიზნით, განვმარტავთ, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თედორაძეების ოჯახის მიმართვა ხელვაჩაურის მერიის მიმართ, რომელიც ითხოვს სახლის გამაგრებით სამუშაოებს.
ოჯახი, რომელსაც ეკუთვნის მიმართვა, ნამდვილად ცხოვრობს სოფელ ჯოჭოში, მხოლოდ, სტიქიის შედეგად დაღუპული ოჯახისგან ერთი კილომეტრის მოშორებით.
გავრცელდა სპეკულაციური განცხადებები და სრული დეზინფორმაცია, ცდილობენ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, თითქოსდა აღნიშნული განცხადება ეკუთვნის სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაღუპულ ოჯახს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოფელ ჯოჭოში დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილი თედორაძეების ოჯახისგან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა შემოსული განაცხადი.
დაინტერესების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერია მზად არის გაასაჯაროოს ხელვაჩაურის მერიის მიმართ თედორაძეების ოჯახის მიმართვები, რომლითაც სპეკულირებენ სოციალურ ქსელებში.