"ლიტერატურული ვიქტორინა-2020"

"ლიტერატურული ვიქტორინა-2020"

2 სექტემბერს 11:00 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ლიტერატურული კლუბის ფარგლებში ჩატარდება ,,ლიტერატურული ვიქტორინა-2020".
ვიქტორინის მონაწილე 27 ახალგაზრდას გადაეცემა წიგნების მაღაზიის ვაუჩერი, საუკეთესო შედეგების მქონე 3 ახალგაზრდა, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ დაგეგმილ ლაშქრობაში ,,მაჭახელას ეროვნულ პარკში".
ლიტერატურული ვიქტორინაში მონაწილეობა შეუძლიათ ხელვაჩაურის ახალგარზდობის ცენტრის ,,ლიტერატურული კლუბში-2020" რეგისტრირებულ ახალგაზრდებს.
ვიქტორინა გაიმართება წერითი (ტესტები) ფორმით შემდეგი ნაწარმოებებიდან:
გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი";
ერიხ მარია რემარკის ,,სამი მეგობარი";
ჰარპერ ლიის ,,ნუ მოკლავ ჯაფარას";
ალბერ კამიუს ,,უცხო";
ჯორჯ ორუელის ,,1984";
ნოდარ დუმბაძის ,,მარადისობის კანონი";
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851456 ნატა ხინკილაძე