კომისიების გაერთიანებული სხდომა

კომისიების გაერთიანებული სხდომა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსიურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა . სხდომაზე დღის წესრიგით გათვალსიწინებული 5  საკითხი იყო წარდგენილი. სხდომაზე პირველ საკითხად 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. დადგენილების პროექტის თანახმად  სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარება ბინის ქირით უზრუნველყოფა 31 ივლისის ჩათვლით 250 000 ლარი განისაზღვრა. ასევე ა(ა)იპ ხელვაჩაურის სასაფლაოებს სოფელ ქვედა სალიბაურში სასაფლაოებთან საყრდენი კედლის მოწყობის I-II ნაწილის სამუშაოების შესრულებისათვის- 134 660 ლარი, ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურს გაწმენდითი სამუშაოებისა და სხვადასხვა მასალების შესაძენად სუბსიდია-120 000 ლარის ოდენობით, შ.პ.ს. „ხელვაჩაურის წყალკანალ“-ს სამშენებლო მასალების შეძენისათვის-68 812 ლარი.