ინფორმაცია საჯარო განხილვაზე

ინფორმაცია საჯარო განხილვაზე
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ბათუმში, შპს „ერ ტრანსის“ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (ქვიშა-ღორღის სამსხვრევ დამახარისხებელი) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (ქვიშა-ღორღის სამსხვრევ დამახარისხებელი) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ერ ტრანსი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმში, აკაკი შანიძის ქ. N 3;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:
 2021 წლის 31 მარტი 15:00 საათი. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მერიის შენობა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. სკოპინგის ანგარიშათან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge