გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით 2021 წლის ღონისძიებების გეგმა

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით 2021 წლის ღონისძიებების გეგმა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, კალენდარული და სამოქმედო გეგმის შესაბამისად 2021 წელს დაგეგმილია შემდეგი სახის ღონისძიებების ჩატარება:
✅ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ღვაწლმოსილი ქალების მოღვაწეობის წარმოჩენა და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა;
✅ ახალგაზრდა მეწარმე ქალების საქმიანობის გაცნობა და წარმოჩენა;
✅ მეწარმე ქალები - გაიზიარე წარმატების მაგალითი - სტარტაპერებისთვის და მეწარმე ქალებისთვის მოეწყობა გასვლითი ხასიათის შეხვედრა;
✅ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება;
✅ ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და პოლიტიკაში;
✅ სემინარი თემაზე: "დედათა და ბავშვთა უფლებები";
✅ ბიზნეს პროექტების წერა, ფონდების მოძიება და მისი მნიშვნელობა ქალთა სოციალურ - ეკონომიკური გაძლიერების კუთხით;
✅ ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქციაში აქტიური ქალების მონაწილეობა;
✅ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "გავუფრთხილდეთ ბუნებას“ დასუფთავების აქციაში ჩაერთვება სოფლად მცხოვრები ქალები;
✅ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე;
✅ "ფორთოხლისფერი მსოფილიო“ - საინფორმაციო შეხვედრა - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე";
✅ "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე".