აქცია "ღამე მუზეუმში“ სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

აქცია "ღამე მუზეუმში“ სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში
აქცია "ღამე მუზეუმში“ სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში
აქცია "ღამე მუზეუმში“ სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში
აქცია "ღამე მუზეუმში“ სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართა. აღნიშნული აქცია 2005 წლიდან, ევროსაბჭოს პატრონაჟით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. 2011 წელს, აქციას საქართველოც შეუერთდა. თუმცა, „ღამე მუზეუმში“ მხოლოდ 2015 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დამკვიდრდა. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობა. ყოველ წელს, აქციას კონკრეტული თემატიკური მიმართულება გააჩნია, რომელსაც ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამუზეუმო განყოფილება წარმატებით ართმევს თავს. წელს აქციის თემა იყო მრავალფეროვნება და ინკლუზია. სწორედ ამან განაპირობა, აღნიშნულ ღონისძიებაში, 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური განვითარების ჯგუფის ახალგაზრდების ონლაინ ჩართულობა. პედაგოგები: ლელა ჯინჭარაძე და მანანა მაჩალაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი - იაშა თანდილავა, და ანსამბლების - "კოლხასა" და "ათძალის" წევრები. ინკლუზიური ჯგუფის წევრებმა აქტიური ჩართულობისათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღეს.